გზაზე საბურავის დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა. ავტო დახმარება „მერაბა“ გთავაზობთ ვულკანიზაციას გამოძახებით — ჩვენი მობილური ჯგუფი ტექნიკურად აღჭურვილი მანქანით ადგილზე მოგაკითხავთ და შეგიკეთებთ საბურავს, დაბერავს ან შეცვლის.
ჩვენი ვულკანიზაცია გამოძახებით მოიცავს სრულ მომსახურებას: საბურავის მოხსნა, დაზიანებული ადგილის აღდგენა, ხარისხიანი მასალებით შეკეთება, საბურავის დაბერვა , ახალი საბურავის გადაკვრა და სათადარიგო საბურავის დაყენება. ყველაფერი ხდება უშუალოდ დაზიანების ლოკაციაზე — არ გჭირდებათ ევაკუატორის ლოდინი ან უახლოეს ვულკანიზაციამდე სიარული დაშვებული საბურავით.
ვულკანიზაცია 24/7 რეჟიმში მუშაობს თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთში და სხვა ქალაქებში. ჩვენი მობილური ჯგუფი აღჭურვილია პროფესიონალური ხელსაწყოებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ზომის საბურავთან ვიმუშაოთ — მსუბუქი ავტომობილიდან ჯიპამდე.
საბურავის დაშვება,სათადარიგო საბურავის არარსებობა ან დაზიანებული დისკი — ეს ყველაფერი საჭიროებს სწრაფ ჩარევას. საბურავის ადგილზე შეკეთება იდეალურია მათთვის, ვისაც დროის დაკარგვა და უსაფრთხოების რისკი არ სურს. გზაზე დაგვიკავშირდით და ჩვენი ტექნიკოსი ოპერატიულად მოგაკითხავთ.
ჩვენ ვიყენებთ ხარისხიან მასალებს და პროფესიონალურ ტექნოლოგიებს, რათა შეკეთება გამძლე და უსაფრთხო იყოს. თუ საბურავის შეკეთება შეუძლებელია, შეგვიძლია ახალი საბურავის მოწოდება და დაყენება ადგილზე — თქვენ კვლავ გზაზე გახვალთ მინიმალური შეფერხებით.
ავტო დახმარება „მერაბა“ მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. ერთი ზარით (595 033 833) ან WhatsApp-ით შეგიძლიათ გამოიძახოთ ვულკანიზაცია გამოძახებით — დღისით, ღამით, შაბათ-კვირასაც. ჩვენი ოპერატორი დაგიზუსტებთ მოსალოდნელ დროს და ღირებულებას, ხოლო ტექნიკოსი მოვა თქვენს მისამართზე.
ვულკანიზაცია 24/7 — ეს არის საიმედო გამოსავალი, როცა გზაზე საბურავის პრობლემა გაქვთ. არ დაკარგოთ დრო — დარეკეთ ახლავე და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ!
დიახ — საბურავის მოხსნა, შეკეთება, დაბერვა ან შეცვლა ადგილზე გამოძახებით.
შევაკეთებთ ადგილზე ან წავიღებთ თქვენს საბურავს მოვიძიებთ ახალ საბურავს და შევცვლით.
დიახ — ვულკანიზაცია გამოძახებით თბილისში და რეგიონებში 24/7.